თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეიუ ლავროვის წერილი აზერბაიჯანელი კოლეგის, ჯეიჰუნ ბაირამოვის მიმართ, უხეში სიყალბეა, განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
ოგორც სამინისტროში განმარტეს, ამ დეზინფორმაციის უკან პოლიტიკური დაკვეთა იკითხება აქტაუში ჩამოვარდნილ აზერბაიჯანულ თვითმფრინავთან დაკავშირებით.
„ეს ცინიკური და უხეში სიყალბეა — პრიმიტიული ფეიკის მაგალითი, რომელიც ემოციურ რეაქციაზეა გათვლილი. სიყალბის შემქმნელებმა ისიც კი ვერ მოიფიქრეს, რომ წერილისთვის ოფიციალური ატრიბუტიკა მიენიჭებინათ და რიგითი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, ჩვეულებრივი საფოსტო დომენიდან გაგზავნეს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ ეს სიყალბის პირველი მაგალითი არ არის აღნიშნულ თემაზე.
რუსეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა მედიასა და ბლოგერებს, „კრიტიკულად მოეკიდნენ ნებისმიერ შეუმოწმებელ მონაცემებსა და მასალებს“.
„დაჟინებით გირჩევთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ ენდოთ ფალსიფიკაციას, იყავით ორიენტირებული მხოლოდ გადამოწმებულ ინფორმაციაზე“, — მოუწოდა სამინისტრომ მედია-საზოგადოებას.