თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო ისნის რაიონში გაზმომარაგება 12,3 ათასამდე აბონენტს შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ცნობით, 9 იანვრის 22:00 სთ-დან 10 იანვრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება როგორც ისანი-სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სამოქალაქო ობიექტებს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგებაა შეწყვეტილი „თბილისი ენერჯის“ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 10 იანვრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 საათზე.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს სხვა კომპანიის მიერ შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.