სომხეთ-საქართველოს საზღვარზე პიროტექნიკის საწყობი იწვის

შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული
Sputnik
თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვარზე, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ ტერიტორიაზე იწვის საწყობი, სადაც სხვა საქონელთან ერთად, პიროტექნიკა ინახება, იტყობინება სომხეთის შსს-ს პრესსამსახური.
უწყებაში ხანძრის შესახებ შეტყობინება 3 იანვრის 12:43 საათზე შევიდა.
შემთხვევის ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული