ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. თბილისის ყოფილი მერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიკო ლეკიშვილი 1947 წლის 20 აპრილს თბილისში დაიბადა. 1970 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1989 წელს მოსკოვის საზოგადოების მართვის აკადემია.
ნიკო ლეკიშვილი სხვადასხვა წლებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
1993-1995 წლებში იყო თბილისის მერი.
1995-1998 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი.
მას ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდუბის მაჟორიტარი), 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (ამბროლაურის მაჟორიტარი) და 2004-2008 წლებში - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი.