ახალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის და ერთიანობის წელიწადი - საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია.
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2025 წელი იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების და ქართველი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მან საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და ყველას სურვილების ასრულება უსურვა.
„ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი. სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მან ახალი წელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებსაც მიულოცა.
„ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ან აღნიშნა, რომ საქართველოს ცხოვრებაში მთავარი სიყვარულია.
„სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
დაე ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი, აღნიშნა მან.