ყაველაშვილმა პარლამენტის შენობაში ფიცი დადო ქართველი ხალხის წინაშე და საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტი გახდა. ფიცი ყაველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის ამ დღისთვის სპეციალურად დაბეჭდილ ეგზემპლარზე დადო. ამ ეგზემპლარს შემდეგ პარლამენტის მუზეუმს გადასცემენ. იგეგმება ამ ეგზემპლარის გამოყენება შემდგომი ინაუგურაციებისთვის.
ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობის, საკონსტიტუციო ორგანოებისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები.
ამავდროულად, ქვეყნის უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დატოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, მაგრამ გააგრძელებს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც "ლეგიტიმური პრეზიდენტი".