თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ბრიტანელი კინომსახიობი ოლივია ჰასი, რომელიც ცნობილია ჯულიეტას როლით 1968 წლის ოსკაროსან ფილმში „რომეო და ჯულიეტა“, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება Daily Mail.
"ოლივია ჰასი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ფრანკო ძეფირელის 1968 წლის ფილმში "რომეო და ჯულიეტა", გარდაიცვალა პარასკევს, 27 დეკემბერს, 73 წლის ასაკში", - ნათქვამია პუბლიკაციაში მსახიობის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით.
რეჟისორ მარკ უესტისის ინფორმაციით, მსახიობი სიმსივნით გარდაიცვალა. მას 2008 წელს დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი, ხოლო 2018 წელს რეციდივი ჰქონდა.
ფილმმა "რომეო და ჯულიეტა", რომელშიც ოლივია ჰასიმ 15 წლის ასაკში ითამაშა, ორი ოსკარი მოიპოვა, თავად ჰასიმ თავისი როლისთვის „ოქროს გლობუსი“ მიიღო.