მოსახლეობა ამინდის გაუარესების შესახებ გააფრთხილეს

ზღვაზე 3-4 ბალიანს შტორმს ელოდებიან.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. 28 დეკემბრიდან 29 დეკემბრის დილამდე საქართველოში სინოპტიკოსები ვარაუდობენ ძლიერ თოვას, ქარბუქს და შტორმს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების დაუბერავს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანს შტორმს ელოდებიან.
მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).