ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ნოემბერში გაიზარდა

საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით 523,11 მლნ ლარით (0,87%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით 60,59 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 590,22 მილიონი ლარით, ანუ 1,73%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 67,11 მლნ ლარით, ანუ 0,26%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,53 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,47%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 16,9 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,63%-ით მეტია.
ნოემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,28%-ით, ანუ 393,8 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით, 31,25 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 57,22%, რაც 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 0,48 საპროცენტო პუნქტით მეტია.
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.