Azerbaijan Airlines–ის თვითმფრინავი Embraer 190 25 დეკემბერს, დილით ჩამოვარდა. "როსავიაციის" მონაცემებით, თვითმფრინავი ფრინველების გუნდთან შეჯახების შემდეგ აქტაუში სათადარიგო აეროდრომისკენ გაემართა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 5 წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი.
აზერბაიჯანში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, 26 დეკემბერს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა. წიგნში ჩანაწერის დატოვება შესაძლებელი იქნება:
27 დეკემბერს – 10:00–13:00 და 15:00–18:00.
ამავე დროს, ვისაც სამძიმრის გამოთქმა ონლაინ სურს, შეუძლიათ გამოიყენონ ეს მისამართი tbilisi@mission.mfa.gov.az.