თბილისის ნაწილი წყალმომარაგების გარეშე დარჩება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ვაკის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, 25 დეკემბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ჯანაშვილის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 დეკემბერს, ღამის 23:30 საათიდან 26 დეკემბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ჯანაშვილის, შატბერაშვილის, მცხეთის, ქობულეთის, შროშის და ქუთათელაძის ქუჩებს, კეკელიძის ქუჩა N13-25 (კენტ ნომრებს); N14, N16-ს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.