მსოფლიო დღეს

სიიარტო: უნგრეთმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო

Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთმა გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო, რატა უკრაინაში კონფლიქტი დაერეგულირებინა, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
მისი თქმით, უნგრეთის ხელისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში „სამშვიდობო მისიას ასრულებდა“ .

„ჩვენ, უნგრელები, ბოლო თვეებში სამშვიდობო მისიას ვასრულებდით. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. შევხვდით არჩეულ პრეზიდენტ [დონალდ ტრამპს]. შევხვდით და ტელეფონით ვესაუბრეთ რუსეთის პრეზიდენტ [პუტინს] და მთავრობის ოფიციალურ პირებს — უკრაინელებს, თურქებს, ვატიკანის წარმომადგენლებს. ასე რომ, ჩვენ მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და იმეზე მეტიც, ვიდრე შეგვეძლო“, — აღნიშნა სიიარტომ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

მანამდე რუსული მედია იუწყებოდა, რომ ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტს შობის წინა დღეს უკრაინასთან ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა და ცეცხლისდროებითი შეწყვეტა შესთავაზა. უნგრეთისპრემიერისთქმით, მოსკოვიდათანხმდატყვეების გაცვლას, მაგრამ კიევმაუარითქვა. ამასთან აღინიშნება, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან გრძელვადიან ზავს რუსეთისთვის წამგებიანად მიიჩნევს.