მეტროს სადგურ „ვარკეთილის" ტერიტორიაზე 25 წლის მამაკაცი მოკლეს

მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ვარკეთილში 25 წლის მამაკაცი მოკლეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა მეტროს სადგურ „ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია მოკლულის მამა და მეზობელიც.
სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.