ვაკეში ძლიერი ხანძარია

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში, სადაც საოფისე ფართებია განლაგებული, ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავს გაუჩნდა.
ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ამ დროისათვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი.