თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მასალებში.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების თანახმად, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 11,1% შეადგინა.
დაზუსტებული მონაცემებით, არსებული ფასების პირობებში, 2024 წლის მესამე კვარტალში მშპ-მა 24,8 მლრდ ლარი შეადგინა, დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 4,3% შეადგინა, ხოლო მშპ-მა ერთ სულ მოსახლეზე – 2,5 ათასი დოლარი.
ეკონომიკის წამყვანი დარგები
2024 წლის ივლის-სექტემბერში ყველაზე დიდი ზრდა განათლების, მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროებში შეიმჩნეოდა.
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო
ეკონომიკის სფერო  | ზრდა, %  | 
განათლება  | 35,6  | 
ინფორმაცია და კომუნიკაცია  | 32,8  | 
მშენებლობა  | 30,9  | 
ადმინისტრაციული საქმიანობა  | 24,0  | 
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა  | 22,9  | 
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკის 5 წამყვანი სფერო
ვარდნა დაფიქსირდა გაზის, ელექტროენერგიის, ორთქლისა და კონდიცირების მიწოდებასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობის, გადამამუშავებელი მრეწველობის, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების სფეროები.
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილის მქონე 5 წამყვანი დარგი
ეკონომიკის სფერო  | ზრდა, %  | 
ვაჭრობა  | 15,4  | 
გადამამუშავებელი მრეწველობა  | 9,7  | 
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები  | 9,3  | 
მშენებლობა  | 8,7  | 
სასოფლო-სამეურნეო, სატყეო, სარეწაო საქმიანობა  | 7,4  |