პუტინი: BRICS-ი არავის წინააღმდეგ არ მუშაობს

Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ორგანიზაცია BRICS-ი არ არის დასავლეთთან ბრძოლის ინსტრუმენტი, ის ვინმეს წინააღმდეგ კი არ მუშაობს, არამედ მისი წევრი ქვეყნების ინტერესებისთვის იღწვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში მიმდინარე დიდ პრესკონფერენციაზე.
„BRICS არ არის ინსტრუმენტი დასავლეთთან დასაპირისპირებლად, ჩვენ არ ვმუშაობთ არავის წინააღმდეგ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ინტერესებისთვის, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესებისთვის. ჩვენ არ ვაგებთ რაიმე კონფრონტაციულ დღის წესრიგს BRICS-ის ფარგლებში“, — აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის განვითარების მიმართ ბევრი სახელმწიფო იჩენს ყურადღებას, ვინაიდან მასში ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით, „ერთმანეთის ინეტერესების პატივისცემის საფუძველზე მიიღება“.
ვლადიმირ პუტინი 2001 წლიდან თითქმის ყოველწლიურად ატარებს პირდაპირ ხაზებსა (18-ჯერ) და დიდ პრესკონფერენციებს (16-ჯერ). 2020 წელს ამ ორი ფორმატის გაერთიანება გადაწყდა და ვინაიდან ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, 2023 წლიდან ამ ღონისძიებას ახალი სახელი ეწოდა — „წლის შედეგები ვლადიმირ პუტინთან ერთად“.