ბათუმში ბინებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 49%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-ით შემცირდა, აღნიშნულია კვლევაში
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის ნოემბერში ბათუმში ბინებზე მოთხოვნა 39%-ით გაიზარდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 1374 ბინა გაიყიდა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 46%-ით და 71 მლნ დოლარი შეადგინა.
კომპანიის ცნობით, ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები 49%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 23%-ით შემცირდა.
გასულ თვეში ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე 1097 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში ღირებულება 2%-ით შემცირდა და 1 კვადრატულ მეტრზე 975 დოლარი შეადგინა.