მედვედევმა The Times რუსეთის სავარაუდო სამხედრო სამიზნედ დაასახელა

Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. ნატოს ოფიციალური პირები და მათი თანამზრახველები, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ, ამიერიდან რუსეთის ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები არიან, წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი თავის Telegram-არხზე.
ასე ირეაგირა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა The Times-ის პუბლიკაციაზე, სადაც გენერალ იგორ კირილოვზე მოწყობილი ტერაქტი „თავდაცვის კანონიერ აქტადაა“ შეფასებული.
„ამ ლოგიკით, ნატოს ქვეყნების ოფიციალური პირები, რომლებიც ბანდეროვული უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ, რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ან ჩვეულებრივ ომში მონაწილეობენ. <...> და ყველა ეს პირი შეიძლება და უნდა განიხილებოდეს რუსეთის კანონიერ სამხედრო სამიზნეებად“, — მიაჩნია მედვედევს.
გარდა ამისა, მისი აზრით, ასევე ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად უნდა მიიჩნეოდნენ „რუსეთის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენების ხელშემწყობი პირებიც“.
„ასეთებს შეიძლება განეკუთვნებოდნენ The Times-ის ბინძური ტურები, რომლებიც ლაჩრულად ამოეფარნენ სარედაქციო სტატიას. ამ შემთხვევაში ეს გამოცემის მთელი ხელმძღვანელობაა“, — წერს მედვედევი.
Telegram-პოსტის ბოლოს რუსეთის ყოფილი პრემიერი და ასევე ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მოწინააღმდეგეებს მიმართავს, რომ ყველანი ფრთხილად იყვნენ, ვინაიდან „ლონდონში ბევრი რამ ხდება...“