თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საერთაშორისო მედიაფორუმში „კულტურათა დიალოგი“, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 2025 წლის 20-25 მაისს გაიმართება, მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდა ავტორების განაცხადების მიღება დაიწყო, იუწყებიან ორგანიზატორები.
საერთაშორისო მედიაფორუმს, რომელიც ფონდ Русский мир-ის და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მხარდაჭერით ჩატარდება, ერმიტაჟი უმასპინძლებს.
„დაიწყო ახალგაზრდა ავტორების განაცხადების მიღება ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. მათ შეუძლიათ თავიანთი მულტიმედიური პროექტი, რომელიც საქართველოში მათთვის ნაცნობი მოვლენებისა და ადამიანების შესახებ ისტორიებს ასახავს, ტექსტის, ფოტოების, ანიმაციის ან ვიდეოს სახით წარმოადგინონ. აუცილებელია ნამუშევრის 2025 წლის 20 აპრილამდე გამოგზავნა“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 13 წუთს, ხოლო ვიდეოკლიპების - 3 წუთს. ფოტოები (ან ფოტოების სერია - 10 ერთეულამდე) უნდა გაიგზავნოს სრულმაშტაბიანი ფორმატით, რათა შესაძლებელი გახდეს ფართოფორმატიანი საგამოფენო ეგზემპლარის დაბეჭდვა.
„ფორუმის წინ გავხსნით ნამუშევრების კონკურსს, რომლებშიც ნაჩვენებია „დიალოგი“. რას ნიშნავს თქვენთვის დიალოგი? მოგვიყევით ამის შესახებ ვიდეოფილმის (1 წუთამდე), ანიმაციის (30 წამამდე), პლაკატის ან აფიშის ენაზე და, შესაძლოა, სწორედ თქვენი ნამუშევარი გახდეს XIX მედიაფორუმის „კულტურათა დიალოგის“ მთავარი „ქუდი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, უკვე 18 წელია „კულტურათა დიალოგი“ აერთიანებს რუსეთისა და საზღვარგარეთის ახალი მედიისა და კრეატიული ინდუსტრიის 18-დან 35 წლამდე წარმომადგენლებს, რაც მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს წარმოაჩინონ ორიგინალური მულტიმედიური პროექტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ფორუმის პროგრამა გათვლილია ციფრული მედიის ჟურნალისტებზე, ტელეკომპანიების კორესპონდენტებსა და ოპერატორებზე, დოკუმენტური კინოს რეჟისორებზე, ფოტოგრაფებზე, პოდკასტების ავტორებზე, ბლოგერებზე და მედია-მხატვრებზე რუსეთიდან და ევრაზიის ქვეყნებიდან“, - განაცხადეს ორგანიზატორებმა.
გარდა ამისა, წელს ფორუმის მონაწილეები გაემგზავრებიან გასვლით გადაღებაზე „სამი დღე რუსეთში", რათა შექმნან საკუთარი რეპორტაჟები, ვიდეოსიუჟეტები, ფილმები სანკტ-პეტერბურგის, დიდი ნოვგოროდის, პეტროზავოდსკის, არხანგელსკისა და ფსკოვის შესახებ.
ტრადიციის თანახმად, ერმიტაჟი ასევე უმასპინძლებს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალს, ვებსერიალებს, სატელევიზიო სიუჟეტებს, ბლოგებს, ვიდეო სქრინსეივერებს, პლაკატებს და ფოტოგამოფენას, რომელთა საერთო თემა იქნება „მე აქ ვცხოვრობ".
ფორუმის, მონაწილეობის პირობებისა და განაცხადის ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციახელმისაწვდომია ვებგვერდზე.