თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 18დეკემბერი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება ხვალ წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, კომპანია გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
მიმდინარე ეტაპზე განახლებული წყალმომარაგების ქსელი ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთდება - კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 19 დეკემბერს დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 19 დეკემბერს 12:00 საათიდან 20 დეკემბრის 12:00 საათამდე მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები პარალელურად ჩატარდება ორ სხვადასხვა ლოკაციაზე - საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა N46-ისა და გახოკიძის ქუჩა N163-ის მიმდებარედ.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.