ალიევი: საქართველოში მაკრონის „ყურები მოჩანს“

Sputnik
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე არეულობებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „ყურები მოჩანს“ განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისა“ და რუსეთის ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიასთან ვრცელ ინტერვიუში.
„კარგია, რომ ახლა [საქართველოში] ვითარება უკვე სტაბილიზაციისკენ მიდის. ხომ ხედავთ, რომ ისევ მაკრონის ყურები მოჩანს. ვერ ისვენებს ეს კაცი თავის ქვეყანაში, აუცილებლად საქართველოშიც უნდა შეძვრეს“, — თქვა მან.
ალიევის აზრით, საქართველოსთან დაკავშირებული თემა უფრო ფართოა, ვიდრე ჩანს, ვინაიდან რეალურად ეს არის ბრძოლა კავკასიისთვის; ხოლო „საქართველო — ეს კავკასიისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
ამასთან აზერბაიჯანის ლიდერს მიაჩნია, რომ რეგიონში ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველო — ტრადიციული და კავკასიურ ღირებულებებზე დაფუძნებული, თუ პირიქით.