საქართველოს და უკრაინის მართლმადიდებლობის დასაცავად - თბილისში მრგვალი მაგიდა გაიმართა

როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანები საერთო მორალური და ოჯახური ღირებულებების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ.
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მართლმადიდებელთა მხარდაჭერა როგორც უკრაინასა და საქართველოში, ისე სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში გაგრძელდება, განაცხადეს თბილისში მრგვალი მაგიდის ფროამტში ჩატარებული შეხვედრის მონაწილეებმა.
კანონიკური ეკლესიის, უკრაინელი მორწმუნეების დევნის საკითხის განხილვისა და მხარდამჭერი საჯარო აქციების სერიის შემდეგ, ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისში შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. მრგვალ მაგიდასთან შეკრებილმა ქართველმა ორგანიზატორებმა, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ მართლმადიდებლებს, განიხილეს უკრაინის ეკლესიის ირგვლივ შექმნილი ვითარება და შეაჯამეს 2024 წლის მუშაობის შედეგები.

„მე მახარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია არაკანონიკური ПЦУ-ს და უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარებასთან დაკავშირებით. ეს პოზიცია შეესაბამება ყველა საეკლესიო კანონს. არავის აქვს უფლება, შეიჭრას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სფეროში, რომლის ნაწილიცაა უკრაინა“, - განაცხადა 25 ნოემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი ბოლო აქციის ორგანიზატორმა, ორგანიზაცია „მძლეველის“ ხელმძღვანელმა ლაშა-გიორგი ლომიძემ თავის მოხსენებაში.

მისი თქმით, სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების მქონე ადამიანები საერთო მორალური და ოჯახური ღირებულებების ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ.
„თეზისი იმის შესახებ, რომ ჩვენ, ქართველები ევროპელები ვართ, თავის დროზე ზემოდან იქნა თავსმოხვეული და ვულგარული ფორმებით აიტაცეს. სინამდვილეში ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ურყევნი ვართ ქრისტეში. ეს ეწინააღმდეგება ფაშისტურ იდეოლოგიას, რომელსაც ევროპა თავს გვახვევს ყველას, დაწყებული უკრაინიდან. ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი დაქსაქსულობა და გავერთიანდეთ ჩვენი ღირებულებების გარშემო", - აღნიშნა ლომიძემ.
საქართველოში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი აქციების კიდევ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცნობილი ჟურნალისტი ზაზა დავითაია დარწმუნებულია, რომ მიდის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლა.
„უკრაინა, როგორც სახელმწიფო, რუსეთის თანხმობით შეიქმნა, მაგრამ ეკლესია არის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ნაწილი. „ცივილიზაციათა შეჯახების“ თეორიის კონტექსტში ნათლად ჩანს, რომ მართლმადიდებლობაზე გლობალური შეტევა მიმდინარეობს და უკრაინაში ეკლესიის დევნა ამ შეტევის ნაწილია", - განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, ქართველებს უნდა ახსოვდეთ, თუ როგორ იცავდნენ წინაპრები, პირველ რიგში, საკუთარ სარწმუნოებას და ამის შემდეგ - საკუთარ მიწას. „ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ერთად დავიცვათ წმინდა მართლმადიდებლობა საქართველოში, უკრაინაში და ყველგან!“ - დაასკვნა დავითაიამ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ მრგვალი მაგიდის სხვა მონაწილეებიც. მათ ასევე დიდი ინტერესით მოისმინეს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ არსენის (იაკოვენკო) ქადაგება, რომელიც რამდენიმე წლის წინ არის ჩაწერილი და ათონის ღვთისმშობლის ქართული ხატისა და მართლმადიდებელი საქართველოს სულიერ მნიშვნელობას ეხება. როგორც ცნობილია, მეუფე არსენი ფაშისტური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლია და უკვე მრავალი თვეა, ციხეში იმყოფება აბსურდული ბრალდებებით. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღშფოთებით აღნიშნეს ეს სამარცხვინო ფაქტი და უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა ანალოგიური ფაქტები.
2024 წლის ზაფხულში უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) და მისი ორგანიზაციების საქმიანობას. ქართველი აქტივისტები ამ ნაბიჯს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროს რელიგიური ღირებულებების საფრთხედ თვლიან.