რამდენი თანხა გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

2024 წლის 11 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–ნოემბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 19,4%-ით შემცირდა და 3.076,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–ნოემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

516,9

-64,4

აშშ

515,8

28,7

იტალია

514,9

9,8

გერმანია

243,8

16,8

საბერძნეთი

238,8

13,7

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 516,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 16,8%-ია.
ნოემბერში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ნოემბერში 9,6%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 266,8 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას იტალიას და აშშ-ს უთმობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2024 წლის ნოემბერი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

50,1

21,6

იტალია

45,2

4,4

რუსეთი

29,8

-60,6

გერმანია

23,8

15,1

საბერძნეთი

21,5

5,4

ნოემბერში რუსეთიდან 29,8 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 11,2%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60,6%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33,3 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,7%-ით მეტია.
2024 წლის 11 თვეში საქართველოდან უცხოეთში 343,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6%-ით მეტია.