„საქართველოს რკინიგზამ" ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა უკვე შეუძლიათ
Sputnik
თბილისი, 17 დეკემბერი - Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 29 და30 დეკემბერს შესრულდება.
განრიგის მიხედვით, დამატებითი მატარებელი თბილისიდან 08:50 საათზე გავა და ფოთში 15:12 საათზე ჩავა. ფოთიდან კი მატარებელი 17:30 საათზე გამოვა და თბილისში 23:18 საათზე ჩამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებგვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.