პუტინმა უკრაინის არმიის ქმედებები ავანტიურად შეაფასა

Sputnik
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ კურსკის მიმართულებით, უაზრო ავანტიურაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე.
„სამხედრო თვალსაზრისით, ვისაც უნდა ჰკითხო, ყველას — როგორც ჩვენს, ისე უცხოელ ექსპერტებს — მიაჩნიათ, რომ [უკრაინის არმიის] ქმედებები კურსკში ავანტიურაა. ასეც ეძახიან: კურსკის ავანტიურა. ეს აშკარაა, ვინაიდან არანაირი აზრი არ გამოსჭვივის იქიდან, რასაც კიევის რეჟიმი საზღვრისპირა რაიონებში აკეთებს“, — თქვა მან.
ამასთან პუტინს მიაჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ხალხის კი არა, სხვა ქვეყნების ინტერესებს იცავს, საბოლოოდ კი იქამდე მივა, რომ სწორედ ამ ქვეყნების კარნახით დასწევს სამობილიზაციო ასაკს 18 წლამდე და „ბიჭებს სასაკლაოზე გაყრის“.