თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ხანძარს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.
შემთხვევა სოფელ ახატელში მოხდა.
წინასწარი ვერსიით, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.
მამაკაცი, რომელიც მარტო ცხოვრობდა, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.