შესაძლებელია თუ არა ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობა?

თბილისში გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „ქართულ-რუსული ურთიერთობების დათბობა“. ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა დაასახელეს ის ძირითადი გამოწვევები...
Sputnik
...რომლებიც დღეს არის ქართულ -რუსულ ურთიერთობებში, განიხილეს რუსეთის ფედერაციასთან კავშირების დამყარების გზები და თუ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს იმისათვის, რომ გახდეს ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ისინი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) დამოუკიდებლობა აღიარა.