საგარეო ვაჭრობა კვლავ იზრდება - ახალი სტატისტიკა

ექსპორტმა 6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 8%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6%-ით გაიზარდა და 21,1 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 15.098,2 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,1%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარი-ნოემბერი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

6 011,0

7,9

იმპორტი

15 098,2

6,1

სულ

21 109,2

6,6

ექსპორტმა 6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 8%-ით მეტია.
2024 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 9,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,9%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 12,5%-ით გაიზარდა და 21,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის ჩათვლის გარეშე). ამასთან, გასულ წელს დაახლოებით 6,1 მილიარდი დოლარის ქართული პროდუქცია იქნა ექსპორტირებული - თითქმის 9,1%-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
2023 წელს ქვეყანამ 15,4 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, რაც 14%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.