თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ქართველი სპორტსმენი ლევან საგინაშვილი, მეტსახელად „ჰალკი“ მკლავჭიდელთა შორის East vs West-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
36 წლის ქართველმა სპორტსმენმა ამერიკელი ჯერი კადორეტი დაამარცხა - საგინაშვილმა მეტოქეს ოთხივე რაუნდი მოუგო.
შეხვედრამდე ქართველ მკლავჭიდელს მაჯა ჰქონდა დაზიანებული და რამდენიმე თვე მკურნალობის კურსს გადიოდა.
აღნიშნული გამარჯვების წყალობით საგინაშვილმა მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი დაიცვა - იგი ტიტულს მიმდინარე წლის აპრილში, დევონ ლარეტის დამარცხების შემდეგ დაეუფლა.
ლევან საგინაშვილი 190 სმ სიმაღლისაა, წონა კი 180 კგ აქვს (მკლავჭიდელთა საშუალო წონა 120-130 კგ-ია). მისი მაჯის გარშემოწირულობა 28 სმ-ია, ბიცეფსის გარშემოწირულობა – 58 სმ.