დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 დეკემბერი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
Sputnik
დღეს 2024 წლის 15 დეკემბერია, კვირა. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
იდეალური დღეა მეგობრული შეხვედრების, სეირნობის, უდარდელად დროის გატარებისთვის და არასახარბიელო – სერიოზული საქმეებისთვის, ამიტომ არ ღირს საპასუხისმგებლო საქმეების კეთება, არის საფრთხე სერიოზული შეცდომების დაშვების. ადამიანები განწყობილი არიან, რომ დაივიწყონ პრობლემების შესახებ და ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით შეხედონ. მიეცით გასაქანი ფანტაზიებსა და ოცნებებს და ეს დაუვიწყარ შეგრძნებებს გაჩუქებთ სიყვარულსა და შემოქმედებაში.
ვერძი: ემოციებით დატვირთული დღე გაქვთ. ტირილი თუ სიცილი მოულოდნელად შეიძლება მოგინდეთ და თან სულ მცირე ინტერვალის დაშორებით. გარშემომყოფებს და ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ თქვენი მშფოთვარე განწყობის ატანა, მით უმეტეს, რომ შეიძლება მათზე გადმოანთხიოთ ეს ბობოქარი ემოციები და თან ყველაზე შეუფერებელ მომენტში. თუ თავს ხელში აიყვანთ, შეგიძლიათ ამ ძლიერი ემოციების იარაღად ქცევა დაბრკოლებების გადასალახავად და წარმატების მისაღწევად.
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: საქმეებში და განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეცდომების დაშვებაა შესაძლებელი. შესაძლოა, რაღაც საკითხის გადასაჭრელად არასაკმარისი ინფორმაცია გაგაჩნიათ. თქვენი რეპუტაცია და საფულე რომ არ დაზარალდეს, ხელი არ უნდა მოჰკიდოთ იმას, რაც თქვენი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება, თუნდაც ძალზე მარტივი საქმე იყოს. ჯობს, რჩევა პროფესიონალს ჰკითხოთ.
ტყუპი: არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმა. შესაძლებელია არასწორი მიმართულებით წახვიდეთ, სასურველი რეალობად მიიღოთ. თუნდაც რამე იდეა ბრწყინვალედ მოგეჩვენოთ, რომელიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს, ჯობს, ერთი–ორი დღე მოიცადოთ და კარგად დაფიქრდეთ. დანარჩენში საკმაოდ კარგი დღეა, შეგიძლიათ დატკბეთ ცხოვრებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვა დროისთვის გადადოთ.
კირჩხიბი: მოგიწევთ სიმტკიცის გამოჩენა, რომ გარშემომყოფებმა ზედმეტად არ დაგტვირთონ. შესაძლოა, ხელმძღვანელობას მოეჩევნოს, რომ საკმარისად დატვირთული არ ხართ და კიდევ ერთი ვალდებულების აღება შეგიძლიათ საკუთარ თავზე, ან კოლეგებმა იფიქრონ, რომ მათი საქმე თქვენ უნდა შეასრულოთ. ასევე არაა გამორიცხული, რომ თვითონ გადაწყვიტოთ საკუთარი თავის ექსპლუატაცია. ასეა თუ ისე, მოგიწევთ უარის თქმის სწავლა (თქვენი თავისთვისაც) და ამისთვის თავაზიანი სიტყვების მარაგის შევსება.
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: დღეს, დიდი ალბათობით, რაღაც ცდუნების წინაშე დადგებით. არის ალბათობა იმისა, რომ მომხიბლავი წინადადება მიიღოთ, ან საწინააღმდეგო სქესის სიმპათიური წარმომადგენელი გაიცნოთ, ან სულაც, აკრძალულისთვის „გემოს გასინჯვის“ სურვილი გაგიჩნდეთ. ასე თუ ისე, ვარსკვლავები გირჩევენ, სანამ რამეს გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ, რადგან ამ გადაწყვეტილებაზე, შესაძლოა, ბევრი რამ იყოს დამოკიდებული მომავალში.
ქალწული: სიტუაციამ, შესაძლოა, თქვენი პროფესიული უნარების მთლიანად გამომჟღავნება მოითხოვოს. საუბარი შეიძლება იყოს თქვენ სამუშაოზე, დასაქმებაზე, სწავლაზე, გამოცდაზე და ა.შ. მთავარია, რომ მოგიწევთ გარშემომყოფებისთვის ან საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ საჭირო ცოდნა და უნარები გაგაჩნიათ, შეგწევთ ძალა იმისთვის, რომ დასახული ამოცანა შეასრულოთ და პრობლემები მაღალ პროფესიულ დონეზე გადაჭრათ.
სასწორი: დღეს თქვენში ჰარმონია დაიბუდებს. ნებისმიერ საქმეს იოლად გაუმკლავდებით. არაჩვეულებრივი განწყობა ყველაფერზე აისახება, რასაც ხელს მოჰკიდებთ. არც ისაა გამორიცხული, რაღაც საკითხები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამძიმებდათ, მოულოდნელად თავისთავად გადაწყდეს. ასევე შესანიშნავი დღეა გარშემომყოფებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად, რადგან ძალზე მომხიბლავი ხართ და ადვილად შეგიძლიათ სხვების გულის მოგება.
ზოდიაქოს სამი პრინციპული ნიშანი: ისინი ყოფილებთან მეგობრობაზე უარს ამბობენ
მორიელი: თქვენი წარმატების გარანტი დღეს სიფრთხილეა. სიტუაციაში სწრაფად და დამაჯერებლად ორიენტირებისთვის საჭირო მოქნილობა და რეაქციები დღეს არ გაქვთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმემ თქვენი გარემოცვიდან ისარგებლოს თქვენი არაინფორმირებულობით და ინიციატივა ჩამოგართვათ, მოგატყუოთ. ეს რომ არ მოხდეს, ყურადღება უნდა გააასმაგოთ, არ ჩაებათ საეჭვო სქემებში, რომლებში თქვენ ჩათრევასაც მოინდომებენ გარშემომყოფები.
მშვილდოსანი: ჰარმონიისა და სიყვარულის დღეა. ამას იგრძნობთ იმ შემთხვევაშიც, თუ სიხარულის კონკრეტული საბაბი არ გაგაჩნიათ. ნეტარების მეცხრე ცაზე შეიძლება აღმოჩნდეთ ვინმეს ღიმილის, მზერის, რაღაც მინიშნების გამოც კი. მარტოხელებს დიდი შანსი გაქვთ, რომ სასიამოვნო რომანტიკულ სიურპრიზს შეეჯახოთ, მრავლისმთქმელი ნაცნობობა გააბათ. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, კარგი იქნება, თუ დღეს მასთან ერთად გაატარებთ.
თხის რქა: დღეს არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, დიდი შანსია, რომ ყველაფერი აირ–დაირიოს. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ დრო საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან ერთად გაატაროთ, არაფერი აკეთოთ, ან საკუთარ თავს ასიამოვნოთ. რაც შეეხება საქმეებს, დიდია ალბათობა, რომ არაფერი გამოგივათ, ვერაფერ შედეგს ვერ მიიღებთ. ასტროლოგების რჩევაა, უბრალოდ იცხოვრეთ, დატკბით მცირე სასიხარულო მოვლენებით და არაფერზე იდარდოთ.
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით
მერწყული: შესანიშნავ ორატორულ უნარებს გამოავლენთ – თქვენთვის არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ გარშემომყოფები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ ან რამე ავანტიურული იდეით „დააავადოთ“. თქვენი ენთუზიაზმი „გადამდები“ იქნება, თუნდაც ნაჩქარევი დასკვნები გამოიტანოთ, გააზვიადოთ ყველაფერი და სასურველი რეალობად აღიქვათ – სწორედ თქვენი ფანტასტიკით გაჟღენთილი აზრები მოხიბლავს დღეს ირგვლივ მყოფებს – ყველაფრის დაანგარიშება და აწონ–დაწონა კი სხვა, უფრო მოსაწყენ დღეს იქნება შესაძლებელი.
თევზები: დღეს ძალზე ღირებული იდეები შეიძლება გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, მათი რეალიზება სხვა დროისთვის გადადოთ. თქვენი წარმოსახვა ფერადოვანი და კაშკაშა იქნება და პრაქტიკულობასთან ერთად ერთი შეხედვით საკმაოდ რეალურ სახესაც მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეების განხორციელების დაწყება დღეს არარეკომენდებულია, არც ამ იდეებისა და აქედან გამომდინარე გეგმების დავიწყება ივარგებს – დაიმახსოვრეთ ყველაფერი და მათ განხორციელებაზე ფიქრი სხვა დროისთვის გადადეთ.