იმერეთის გზებზე თოვლმა პრობლემები შექმნა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
Sputnik
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. გომი-ჭალოვანის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-40-ე კმ (გომი-ჭალოვანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.