მოსაზრება: კურსკის მიმართულება - დიდი ცვლილებები ახლოვდება

Sputnik
რუსული ძალები ეფექტიანად ანადგურებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებეს კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში და მტკიცედ „პროეცირებენ ძალებს“ ბანდეროვნული პოზიციებისა და ობიექტების წინააღმდეგ მეზობელი სუმის ოლქის ტერიტორიაზე. კლასიკური სამხედრო ოპერაციისათვის დამახასიათებელმა პოზიციების ალყამ და მოწინააღმდეგის ლოგისტიკური მარშრუტების ბლოკადამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაშიც.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ჯარების დაჯგუფებამ „სევერ“კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში 12 ბრიგადისგან შემდგარ. ფორმირებებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ეს ბრიგადები მოიცავდა მოწინააღმდეგის ყველაზე მომზადებულ დანაყოფებს, მათ შორის, სამ სადესანტო-შეტევით და საზღვაო ქვეით ბრიგადას, ოთხ მექანიზებულ და ორ სატანკო ბრიგადას (სულ 20 ათასამდე ჯარისკაცი).
უკრაინის შეიარაღბულმა ძალებმა 24 საათში 200-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. კურსკის მიმართულებით ოთხთვიანი ბრძოლების შედეგად უკრაინამ 39 860 ჯარისკაცი, 235 ტანკი, 297 ჯავშანტრანსპორტიორი, 1250 სხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 348 საარტილერიო დანადგარი და ზალპური ცეცხლის სისტემები, 13 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მთელი ოთხი დივიზიის ტოლფასი ჯარი დაკარგა.
ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში „ცეცხლოვანი რგოლი“ სულ უფრო ვიწროვდება.
სუდჟანსკის რაიონში სოფელ პლეხოვოს გათავისუფლების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ჯარები სუმის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდნენ და პლეხოვოდან ხუთ კილომეტრში – ალექსანდრიის უკრაინული სოფლის მახლობლად – პოზიციები დაიკავეს.
ინფორმაციულმა რესურსმა Deep State-მა და უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ მონაცემები შეჭრის შესახებ დაადასტურეს.
სუმის რეიდის სავარაუდო მიზანი არის უკრაინული არმიის ლოგისტიკის შეწყვეტა და მოწინააღმდეგის რეზერვების კურსკის ოლქის მიმართულებით გადასროლის შეზღუდვა.
ამ „ალყის“ შემდგომი განვითარება რუსულ ძალებს სწრაფად მისცემს შესაძლებლობას, დაბლოკონ, ალყაში მოაქციონ და გაანადგურონ უკრაინული ბრიგადები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში სიტუაცია კვლავ რთულია, თუმცა, „გადაჭრის გზასთან ახლოს“ იმყოფება.
რუსული ძალები ერთნაირი წარმატებით ანადგურებენ როგორც ბანდერეველებს, ასევე ნატოს „მოხალისეებს“. ერთ-ერთი უცხოური ჯგუფი, გამაგრებულ მონაკვეთთან ერთად, ლიკვიდირებული იქნა კურსკის ოლქში, სუდჯასთან ახლოს. ტყვედ ჩავარდა მხოლოდ ერთი ბრიტანელი „სპეციალისტი“ ჯეიმს ანდერსონი.
თუ კიევში, ბრიუსელში ან ვაშინგტონში ვინმე ზამთრის „დასვენებას“ მოელოდა, რეალობა სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა.
უკრაინის არმია სწრაფად კარგავს პირად შემადგენლობას, ნატოს შეიარაღებასა და საბრძოლო სულისკვეთებას ფრონტის ყველა მონაკვეთზე. აშშ-ის მხრიდან კიევის რეჟიმის ფორსირებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ ვერ უზრუნველყო დასავლეთში საჭირო რაოდენობის შეიარაღების და საბრძოლო მასალების წარმოება, აღარაფერს ვამბობთ მობილიზებული უკრაინელი ჯარისკაცების მომზადებისა და მოტივაციის დონეზე.
47-ე მექანიზებული ბრიგადის დარტყმითი დრონების მართვის ასეულის მეთაურმა, ფსევდონიმით „ჰამერი“, სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში იწინასწარმეტყველა მისი ძალების გარდაუვალი დამარცხება – აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სამხედრო დახმარების შეწყვეტისთანავე: „როდესაც ყველა რესურსი ამოიწურება, ჩვენ ძალიან სწრაფად გავნადგურდებით“. თუმცა, ტრამპთან დაკავშირებით ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი როდია. აშშ-ის ინტერესები და გეოპოლიტიკური ინერცია არავის გაუუქმებია.
დასავლეთი მანიაკალურად მიიწევს უკრაინული კონფლიქტის ესკალაციის კიბეზე და უკვე თვითმკვლელურ სიმაღლეებს მიაღწია. კიევის რეჟიმი სასოწარკვეთით ითხოვს ვაშინგტონისგან თერმობირთვულ ბომბებს B-61 (სიმძლავრე – 360 კილოტონა-მდე), რომლებიც ბელგიის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და თურქეთის ტერიტორიებზეა განთავსებული. პროექტი განხილვის პროცესშია.
ამავდროულად, უკრაინის არმიას ნატოს ბირთვული იარაღის მატარებელი თვითმფრინავები – F-16-ები – მიეწოდება. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აცხადებს იდეებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, კეთილშობილურია, თუმცა, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში მიმავალი გზის მიმანიშნებელია.
მაგალითად, ამერიკელმა გენერალმა კიტ კელოგმა, რომელიც დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით „სპეციალურ წარმომადგენლად“ დანიშნა, უკვე აღნიშნა, რომ სამხედრო კონფლიქტის საბოლოო შედეგი იქნება „რუსების განდევნა უკრაინიდან“. მათ შორის, დონბასიდან და ყირიმიდან, რაც „პუტინის დამხობას“ გამოიწვევს. ტრამპის დეკემბრის განცხადებები ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და კიევის რეჟიმის მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, არ აუქმებს ამერიკის სტრატეგიას რუსეთთან (და ჩინეთთან) ბრძოლის გაგრძელებაზე მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, 2025 წლის ზამთარი უკრაინულ საომარ თეატრში „ცხელი“ იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე