თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საჩხერე-ზუდალის გზაზე უამინდობის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა“,- ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.