მოსაზრება: ბელორუსული „ორეშნიკი“ - პასუხი გერმანიაში ამერიკული რაკეტების განლაგებაზე

Sputnik
ამერიკული "მეგობრობა" მოკავშირეებს ყველა კონტინენტზე ძალიან ძვირად უჯდება, ხოლო ნატოს წევრი ევროპელი ქვეყნები – რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტების სამიზნეში - გამონაკლისი არ არის. რუსეთის სარაკეტო კომპლექს „ორეშნიკის“ ბელორუსიის ტერიტორიაზე განლაგება მუქარა კი არა, მკაცრი პასუხია ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე, გერმანიაში საშუალო მანძილის ამერიკული რაკეტების განლაგების შესახებ, რაც მალე, შესაძლოა, აშშ-ის არმიის შეიარაღებაში შევიდეს.
პენტაგონი გეგმავს, 2026 წელს "საოპერაციო დაჯგუფების შორ მანძილზე დამრტყმელი სისტემების პერიოდული განლაგების დაწყებას გერმანიაში, შემდგომში მათი მუდმივი განლაგების პერსპექტივით". საუბარია ამერიკულ ფრთოსან რაკეტებზე Tomahawk (Typhon-ის სახმელეთო კომპლექსის შემადგენლობაში), ჰიპერბგერითი მიზნებისთვის განკუთვნილ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებზე SM-6 და საშუალო მანძილის ჰიპერბგერით რაკეტებზე Dark Eagle.
თეთრი სახლი თვლის, რომ ბირთვული "ტომაგავკები" და სხვა შორ მანძილზე დამრტყმელი საშუალებები, 2500 კმ-ზე მეტი მოქმედების დიაპაზონით, "ევროპის კომპლექსური შეკავების" ნაწილი უნდა გახდეს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ყველაფერზე თანახმაა, თუმცა, ბუნდესტაგის საღად მოაზროვნე დეპუტატები შორ მანძილზე დამრტყმელი ამერიკული რაკეტების ვისბადენთან განლაგებაში რუსეთთან სამხედრო ესკალაციის რისკს ხედავენ. გერმანიის მოსახლეობა შეშინებულია.
მოსკოვმა მკაცრი პასუხი დააანონსა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა ჰიპერბგერითი „ორეშნიკის“ ბელორუსიის ტერიტორიაზე განლაგების შესაძლებლობაზე 2025 წლის მეორე ნახევარში: "ამ კომპლექსების წარმოების სერიული ზრდის და მათი რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების ჯარებში ჩართვის შესაბამისად".
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო „ორეშნიკის ბელარუსში სწრაფად განლაგების მომხრეა, რათა დასავლელი პოლიტიკოსები და სტრატეგები ეფექტურად "დამშვიდდნენ". ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, სერგეი ლაგოდიუკმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძლავრი „ორეშნიკის“ ნატოს ქვეყნებთან "გეოგრაფიული დაახლოება" არის პასუხი აშშ-ის პროვოკაციულ გადაწყვეტილებებზე.
21 ნოემბერს ჰიპერბგერითი „ორეშნიკის" არასაბრძოლო დარტყმა დნეპროპეტროვსკში მდებარე საწარმოზე დასავლეთმა სწორად "გაშიფრა". დარწმუნდნენ, რომ ნატოს ქვეყნების სამხედრო ქარხნები სრულიად დაუცველია. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, დაბლოკეს თავიანთი ATACMS, Storm Shadow/ SCALP რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე. ნატოსსპეციალისტები"ტექნოლოგიური შოკის" დამალვას პოზიტიური დემაგოგიით ცდილობენ. მაგრამეს ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.
„ორეშნიკის“ მაღალი სიზუსტის სარაკეტო კომპლექსების ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგება აშშ-ისა და ნატოს ნებისმიერი სამხედრო ბაზისთვის ევროპაში მიახლოებას დაახლოებით, სამი წუთით ამცირებს. პენტაგონსა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების არმიებს საკმარისი შესაძლებლობები ამ შეტევების მოსაგერიებლად არ გააჩნიათ. ყოველი დარტყმა „ორეშნიკის"-ის მხრიდან მიზნის გარანტირებულად განადგურებას გულისხმობს.
საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად, „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების განლაგებაზე შეზღუდვები არ არსებობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, კვლავ ხაზი გაუსვა რუსეთის მზადყოფნას, გამოიყენოს "ნებისმიერი საშუალება", რათა არ დაუშვას დასავლეთის წარმატება რუსეთის "სტრატეგიული დამარცხების" მცდელობაში.
ამასთან, აშშ-ის და ნატოს შეიარაღების შესაძლებლობები ტექნოლოგიური უპირატესობის მითს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამერიკული საშუალო რადიუსის რაკეტა Dark Eagle (2800 კმ-მდე) შორს არის მითითებული ჰიპერბგერითი მახასიათებლებისგან. პენტაგონისა და ნატოს ჰიპერბგერითი რაკეტები საშუალო (1000–5500 კმ) და მცირე (500–1000 კმ) მანძილისთვის, ძირითადად, პროექტების დონეზე არსებობს.
პროტოტიპების მრავალწლიანი გამოცდები უმეტესწილად, უშედეგოა. ამერიკული ტესტური მოდელები (მაგალითად, AGM-183A) მცირე მანძილზე და არასტაბილურად დაფრინავენ, მხოლოდ დროებით აღწევენ ჰიპერბგერითი სიჩქარის ქვედა ზღვარს და კვლავაც აქვთ სერიოზული პრობლემები მართვასა და ნავიგაციაში.
ამასთან, კორტლენდში (აშშ) უკვე აშენდა ქარხანა ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ შექმნილი არ არის.
მსოფლიოში აღიარებული რუსი მეცნიერი, რაკეტებისა და კოსმოსური ტექნოლოგიების ექსპერტი ჰერბერტ ეფრემოვი, მიიჩნევს, რომ აშშ ჰიპერბგერით რაკეტებს საბრძოლო დანიშნულებისთვის მხოლოდ 20 წლის შემდეგ შექმნის, ვინაიდან ტექნოლოგიური ჩამორჩენა მეტისმეტად დიდია.
ამავდროულად, ამერიკაში ევროპისათვის მზადდება (გეგმავენ 2030 წლამდე) მოდელი, რომლის მოქმედების დიაპაზონი 800 კმ-მდე გაიზრდება. თუმცა, ეს სისტემები კვლავაც არ განეკუთვნება ჰიპერბგერით კატეგორიას.
აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახური (Congressional Research Service) 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშში სკეპტიკურად აფასებს ჰიპერბგერით პროექტებს, რომლებიც თავდაპირველად ამერიკული სტრატეგიის – "გლობალური სწრაფი დარტყმა" (Prompt Global Strike) - რეალიზაციისთვის შეიქმნა.
რუსეთის, ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის ჰიპერბგერითი მიღწევების ფონზე, პენტაგონის უზარმაზარი ხარჯები Hypersonic Weapons პროექტებზე ამერიკელი კონგრესმენების უკმაყოფილებას იწვევს . ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიხარჯა 15 მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტში დამატებით 7 მილიარდი დოლარია გამოყოფილი.
თუმცა, არცერთმა ნიმუშმა არ გაიარა სრული ციკლის გამოცდა, რაც არათუ მათი შეიარაღებაში მიღებას, არამედ მათ ეფექტიანობასაც კი ეჭვქვეშ აყენებს. საბოლოოდ, ეს აშშ-ისთვის მხოლოდ სამარცხვინო შედეგია.
საგულისხმოა, რომ რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტები წარმატებით ფუნქციონირებენ 2016 წლიდან. ავიაბაზირებული "Кинжал"-ები საბრძოლო მზადყოფნაში 2018 წლიდან არის მოყვანილი, "Авангард"-ის კომპლექსი კი 2019 წლიდან.
ჰიპერბგერითი "Циркон"-ის საზღვაო ბაზირების რაკეტა 2022 წელს შეიარაღებაში მიიღეს. "Кинжал"-ები და "Циркон"-ები ეფექტურად გამოიყენება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. საბრძოლო გამოცდილება ახლა უკვე აქვს "Орешник"-საც.
დასავლურმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია "Орешник"-ის პირველი საბრძოლო გამოყენების შემდეგ ამერიკულ-ბრიტანულ აგრესიულ რიტორიკას და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას "სახიფათო ავანტიურა" უწოდა.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს შეუძლი,ა ყოველწლიურად 300 ჰიპერბგერითი საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის "Орешник"-ის წარმოება.
მანამდე ვლადიმერ პუტინმა "Орешник"-ის არასაბრძოლო დარტყმა მეტეორიტის ჩამოვარდნას შეადარა, რომლის შედეგადაც ტბები წარმოიქმნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე