თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მშვიდობის მიღწევა კიევისთვის მთავარი საკითხი არ არის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
ასეთი კომენტარი მან ვოლოდიმირ ზელენსკის იმ რეაქციაზეგააკეთა, რომელიც დონალდ ტრამპის წინადადებას მოჰყვა უკრაინის შესახებ.
„მშვიდობის მიღწევა არ არის პრიორიტეტი კიევის რეჟიმისთვის. ისინი საერთოდ არ ზომავენ ამ კატეგორიებით, ისინი საერთოდ არ იყენებენ ამ კატეგორიებს. ასე ასწავლეს მათ“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა ლეგიტიმაცია, შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებებს, ცინიკური უარით უპასუხა.
„მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არ დათანხმდება რაიმე სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რაშიც ის ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს“, - მიაჩნია ზახაროვას.
მედიის ცნობით, ტრამპს სამი გეგმა აქვს უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ეს გეგმები აშშ-ის მომავალმავიცე-პრეზიდენტმავენსმა, ეროვნულიდაზვერვისყოფილმადირექტორმარიჩარდგრენელმადაუკრაინაშისპეციალურიწარმომადგენლისპოსტზე დასახელებულმა კეიტ კელოგმა წარმოადგინეს.