მეტროს ბაქანზე მამაკაცს, სავარაუდოდ, ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. მეტროს სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში" მამაკაცს, სავარაუდოდ, ხელი ჰკრეს და ლიანდაგებში ჩააგდეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და შესაბამისი მოქმედებები მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხელი ჰკრეს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მომხდარის გამო მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია - მეტროს მეორე ხაზი მხოლოდ „დელისამდე“ მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი ადამიანი.