თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტრავმის გამო მომავალ მატჩებს გამოტოვებს და ვარჯიშს მხოლოდ სამ-ოთხ კვირაში შეძლებს, იტყობინება კლუბის ხელმძღვანელობა.
შაბათს „ვალენსიამ" „რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ მატჩი ჩაატარა. მამარდაშვილმა ტრავმა მატჩის 28-ე წუთზე მიიღო - მას მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთი დაეჭიმა.
გოლკიპერმა საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა. შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა - 18 ტურის შემდეგ „ვალენსიას" 10 ქულა აქვს.
ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი ცნობილი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. მედიის ცნობით, „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
აგვისტოს ბოლოს გიორგი მამარდაშვილი ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბ „ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა. „ლივერპულმა" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
იგი „ვალენსიას” ღირსებას დამატებით ერთი წლის განმავლობაში, იჯარით დაიცავს და „ლივერპულში“ მომდევნო სეზონიდან, 2025 წლის ზაფხულში გადავა.