ბასტრიკინი: რუს კორუფციონერებს 18.5 მლრდ რუბლის ქონება დაუყადაღდათ

Sputnik
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფარგლებში 2024 წელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებს 18,5 მილიარდი რუბლის ღირებულების ქონება ჩამოართვეს, განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა შეძლეს ზიანის ანაზღაურება 4,9 მილიარდ რუბლზე მეტის ოდენობით. გარდა ამისა, დაყადაღებულია კორუმპირებული ჩინოვნიკების ქონება 18,5 მილიარდი რუბლის ოდენობით“, — აღნიშნა ბასტრიკინმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შეფის ინტერვიუ 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, რომლის დროსაც გაეროს სახელმწიფოები საზოგადოებას ამ სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებს აცნობენ.