თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში 15 ათას ლარზე მეტ ხელფასს 10,5 ათასი ადამიანი იღებდა, ამასთან 963 ადამიანის ხელფასი 50 ათას ლარს აჭარბებდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 963-დან 180 ადამიანის ხელფასი 70 ათასზე მეტია, 85 ადამიანის ხელფასი 80 ათასს აჭარბებს, 30 ადამიანის ხელფასი - 90 ათასზე მეტია, ხოლო 275 ადამიანს 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, 285,4 ათასი ადამიანი 1 ათას ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა, 72,7 ათასი კი 1000-დან 1200 ლარამდე. 338,8 ათასი ადამიანის ხელფასი 1,2 ათასიდან 2,4 ათასამდე მერყეობს.
საქართველოში დაქირავებული მუშაკების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი მეორე კვარტალში 11,1%-ით (200,4 ლარი) გაიზარდა და 2004,9 ლარს მიაღწია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე 249,7 ლარია.