მოსაზრება: თბილისისა და კიევის საპროტესტო აქციების მსგავსება CIA-ზე მიუთითებს

Sputnik
პოსტსაბჭოთა სივრცეში პროდასავლური „სტიქიური პროტესტები“ პროფესიონალურად არის მომზადებული, ორგანიზებული და დაფინანსებული აშშ-ისა და NATO-ს სპეცსამსახურების მიერ. ნაციონალური ფსევდო-ოპოზიცია – კონტროლირებადი ფონდები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები – ვაშინგტონისა და ბრიუსელის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის მოსახერხებელი ინსტრუმენტია. სახელმწიფო გადატრიალებების ტაქტიკა სულ უფრო დახვეწილია, „ფერადი რევოლუციები“ კი უფრო მკაცრი და დროის მხრივ უფრო ხანმოკლე ხდება.
ბრიტანეთის კუნძულებზეც კი შენიშნეს თბილისში დეკემბერში ჩატარებული პროტესტებისა და კიევის ევრომაიდნის (2014 წლის) შთამბეჭდავი მსგავსება. გაზეთმა The Economist-მა აღნიშნა: „თბილისში ანტირუსული მასობრივი პროტესტები უკრაინულ მაიდანს ჰგავს“. ბრიტანელები თვლიან, რომ საქართველო „აპროტესტებს რუსეთის მიერ კონტროლირებად მომავალს“ და ამავე დროს აღნიშნავენ ქართველი ხალხის შიშს საკუთარი მომავლის წინაშე. ბოლოს და ბოლოს, მაიდანმა რუსეთთან ომი გამოიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის პროტესტები „კოორდინირებულად და გეგმაზომიერად ტარდება, მათ შორის უცხოური დაფინანსების ჩართულობით“. მან გაიხსენა, როგორ აპროტესტებდნენ თბილისში უცხოელი აგენტები გაზაფხულზე კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. დასავლეთს არ სურს უცხოური მმართველობის გამჭვირვალობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე სამი „ფერადი რევოლუციის“ მცდელობა გადაიტანა.
რუსეთის დუმის პროფილური კომისიის თავმჯდომარემ ვასილი პისკარიოვმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს პროტესტების ორგანიზებაში დასავლური ფონდები და ცენტრები არიან ჩართულნი. თბილისელი დამკვირვებლების თქმით, დაახლოებით 2000 „პროფესიონალი მაიდნელია“ სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ახალგაზრდებში საპროტესტო აქტიურობას აღვივებენ და მასების მართვის მეთოდებს იყენებენ. დამწყები ქართველი „რევოლუციონერები“ (სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები თითო გამოსვლაში 50 ლარს (დაახლოებით, $17) იღებენ, ასევე მათ უფასოდ გადაეცემათ ჩაფხუტები, ფოიერვერკები და სადილი.
საქართველოს ხელისუფლებამ 2028 წლის ბოლომდე გადადო მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში გაწევრიანებაზე და უარი თქვა ევროკავშირის ბიუჯეტურ მხარდაჭერაზე. ამერიკულმა გამოცემამ Responsible Statecraft აღნიშნა ევროკავშირის აქტიური ჩარევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკასა და მმართველობაში. ეს მხოლოდ ზედაპირული ხედვაა იმ ქვეყნის პრობლემაზე, რომელსაც დასავლური „საერთაშორისო შრომის დანაწილების“ სისტემაში ანტირუსული სამხედრო პლაცდარმის როლი აქვს მინიჭებული. ობიექტი ნაწილობრივ გამოვიდა აშშ-ისადაNATO-სკონტროლიდან, რის გამოც ვხედავთ „სპარტაკის აჯანყების“ ჩახშობას სამხრეთ კავკასიაში.
თბილისის პროტესტები დეტალურად იმეორებს კიევის სცენარს, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ იყო შემუშავებული. ბარიკადები ქუჩებში, თეატრალიზებული დარბევები, ეროვნული დროშები, სცენები ახალდაქორწინებულებთან, ექსტაზით აღსავსე ახალგაზრდობა, მოზარდები „მოლოტოვის კოქტეილებით“, რომელთა უკან ომის „ინვალიდები “ და „ზეციური ასეული“ იკვეთება. საქართველოს ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე (საგარეო საქმეთა სამინისტროდან, თავდაცვის სამინისტროდან და პოლიციიდან) ღიად გადავიდა „რევოლუციონერთა“ მხარეზე.
მასობრივი პროტესტების პირველ ოთხ ღამეში დაზარალდა ძალოვანი სტრუქტურის 113 თანამშრომელი, ხოლო 200-ზე მეტი აქტიური მონაწილე დააკავეს. საქართველოს პოლიცია და სპეცსამსახურები ჯერჯერობით უმკლავდებიან ღამის არეულობას – წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით, მაგრამ ორგანიზაციულად, მეთოდურად და ფინანსურ-ლოგისტიკურად პროტესტები „ხანგრძლივობისთვის“ არის გამიზნული.
თბილისის დარბევების იდეოლოგიურ ლიდერად ითვლება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარიზში დაბადებული და ზბიგნევ ბჟეზინსკის მოწაფე. თუმცა რეალობა უფრო რთულია.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი როლი „მაიდანების“ ისტორიასა და ტექნოლოგიაში მრავალჯერ დადასტურდა. 2014 წლის გაზაფხულზე კიევში მომხდარი შეიარაღებული გადატრიალება CIA-ს ხანგრძლივი „მრავალსვლიანი კომბინაციის“ შედეგი იყო – უკრაინის სპეცსამსახურების გადაპროგრამირება და ოპერატიული დაქვემდებარება ამერიკელი კურატორებისთვის.
დასავლეთის სპეციალისტები ამზადებდნენ უკრაინელ მებრძოლეებს სამხედრო ოპერაციებისთვის, ასევე მართვის კადრებს, იარაღისა და აღჭურვილობის მარაგებს. „მაიდანის“ ტრიუმფმა (CIA-ს წარმატება) უკრაინა კატასტროფამდე, ხოლო NATO – მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიიყვანა. საქართველოში მოვლენათა განვითარების მრავალი ვერსიაა შესაძლებელი.
„ფერადი რევოლუციების“ სცენარები პრაქტიკულად განუხორციელებელია იმ ქვეყნებში, სადაც ეროვნული სპეცსამსახურები საკუთარი მთავრობის კონტროლის ქვეშ არიან და სრულად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ამის მაგალითია დასავლეთისთვის წარუმატებელი „მაიდანი“ 2020 წელს ბელარუსში.
რამდენად მდგრადია საქართველო CIA-სა და NATO-ს „მრავალდომენური“ ოპერაციების მიმართ, გვეცოდინება 2025 წლის დასაწყისისთვის. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ აპირებს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას. თუმცა, მმართველ პარტიას, „ქართული ოცნებას“, ძლიერი საგარეო მოკავშირე არ ჰყავს.
ზოგიერთი რუსი დამკვირვებლის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს არაუმეტეს ოთხი კვირისა, რათა ან დაამშვიდოს პროტესტები, ან „შეკრას“ აქტივი, სანამ მოვლენები თბილისში უკონტროლო და დესტრუქციულ ხასიათს არ მიიღებს.
მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ წინასწარ იმოქმედოს და გაითვალისწინოს: დამოუკიდებელი და ნეიტრალური საქართველო დასავლეთს არ სჭირდება. საქართველოს პროტესტების მილიტარიზებული ორგანიზაცია (საკუთარი შტაბებით, კონტრაქტორებითა და ლოგისტიკით) „ჯიუტი“ ქვეყნის დისციპლინირების ინსტრუმენტია. ეს არის მეთოდი, რომლითაც აშშ საქართველო ომში რუსეთის წინააღმდეგ ჩაბმისკენ აქეზებს – ეროვნულ ინტერესებისა და საღი აზრის საპირისპიროდ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე