ლავროვი: რუსეთი მზადაა „ორეშნიკით“ დამატებითი მესიჯების გასაგზავნად

Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი მზად არისб გაუგზავნოს დამატებითი მესიჯები დასავლეთს, თუ ისინი არ გამოიტანენ საჭირო დასკვნებს „ორეშნიკის“ გაშვების შემდეგ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.
მისი თქმით, „ორეშნიკის“ გზავნილი ის იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, რომლებიც უკრაინას შორი დისტანციის იარაღს აწვდიან, უნდა გააცნობიერონ, რომ მოსკოვი მზად იქნება გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება, რათა დასავლეთს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების უფლება არ მისცეს.
„მესიჯი, რომელიც გვინდოდა მიგვეწვდინა ამ ჰიპერბგერითი სისტემის რეალურ პირობებში ტესტირებით, არის ის, რომ ჩვენ მზად ვიქნებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად“, —აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, ლონდონსა და ბრიუსელში ზოგიერთი „არასწორად აფასებს სიტუაციას და ამიტომ რუსეთი მზადაა, გაუგზავნოს მათ დამატებითი მესიჯები, თუ ისინი აუცილებელ დასკვნებს ვერ გამოიტანენ“.