თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 788,4 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2023 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემზე 4%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 56,7% მამაკაცია, ხოლო 43,3% – ქალი.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 3,1%-ით გაიზარდა და 743,2 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეორე კვარტალში 5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,6%-ით მეტია.
საშუალო თვიური ხელფასი საწარმოების სიდიდიდან გამომდინარე ასე გამოიყურება:
მსხვილი ბიზნესი – 2.233,9 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2.565 ლარი
მცირე ბიზნესი – 1.885,8 ლარი
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 2.190,1 ლარი, რაც 182,9 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.702,3 ლარი.
საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 58,8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 13,7%-ით მეტია 2023 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელზე.
საქართველოს ბიზნეს-სექტორში წარმოებული პროდუქციის საერთო მოცულობამ ფულად ასახვაში საანგარიშო პერიოდში 23,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 16,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.