თბილისი, 5 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 10 დეკემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული საგენტო.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში პლუს 15-20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-პლუს 20 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17-20 გრადუსამდე მომიმატებს, 7-8 დეკემბერს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 10-13 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 3-8 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-10 გრადუსია ნავარაუდევი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 5-10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 4-9 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0,-5 გრადუსი დაფიქსირდება.