თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ნატოს ქვეყნები აპირებენ, გაუზარდონ უკრაინას იარაღის მიწოდება, რათა ქვეყანას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებამდე პოზიციები გაუძლიერონ, წერს Bloomberg დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
წყაროების თქმით, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და ფრონტზე შექმნილი ვითარების ფონზე, კიევის მოკავშირეები დარმუნებული არიან, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
როგორც Bloomberg- წერს, 3-4 დეკემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს იარაღის მიწოდების საკითხებზე, ხოლო ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობები მოლაპარაკებების განახლების სხვადასხვა სცენარს განიხილავენ.
გარდა ამისა, განიხილებაუკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც „პუტინის პროვოცირებას არ გამოიწვევს“.
არსებული ინფორმაციით, შესაძლო ვარიანტები მოიცავს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ფრონტის ხაზის გასწვრივ, სადაც, სავარაუდოდ, ევროპული ჯარები იპატრულირებენ.
აღსანიშნავია, რომ ამ სცენარს დონალდ ტრამპის გუნდიც განიხილავს. ამასთან, აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის მშვიდობიანი დარეგულირების ვარიანტები გულისხმობს უკრაინის უარს ნატოში გაწევრიანებაზე, რასაც რუსეთი მოითხოვდა. უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი კი ალიანსში ქვეყნის წევრობას უსაფრთხოების ერთადერთ შესაძლო გარანტიას უწოდებს. მან გამოთქვა მზადყოფნა დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს რუსეთთან ანექსირებული ტერიტორიების საკითხი.