თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მოსკოვი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამისთვის არსებობს ერთი პირობა, რომელიც ნორმალიზაციის პროცესს ხელს შეუწყობს.
„რაც შეეხება საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შემდგომ პერსპექტივებს, ჩვენ მზად ვართ, გავყვეთ ამ გზას იმდენად, რამდენადაც იქნება მზად თბილისი ამისთვის“, — აღნიშნა მან.
გარდა ამისა, ზახაროვა გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კონკრეტულად პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდებას, რომ პროტესტმა სკოლებში უნდა გადაინაცვლოს.
„ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეუძლია ზრდასრულ ადამიანს, ოფიციალურ თუ კერძო პირს, რომელიც აცხადებდა, რომ მისი სასიცოცხლო საქმე — ეს ხალხზე ზრუნვაა, მოუწოდოს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, გამოვიდნენ ქუჩაში, რადგან მათი პროტესტის დრო დადგა. უნდა იყო ან უგუნური და ან უგულო, ან, ალბათ, ყველაზე იშვიათი კომბინაცია — უგუნურიც და უგულოც. ასეთი ადამიანები არასდროს მინახავს“, - თქვა მან.
ზახაროვას აზრით, ამ ვითარებამ ლაკმუსის ქაღალდივით გამოავლინა იგივე დასავლეთის პირფერობა და ყველა ორმაგი სტანდარტი, როდესაც საუბარია ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა მოვლენების შეფასებაზე.