თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. რუსეთს აქვს გეგმები ყინულმჭრელი ფლოტის შემდგომი მშენებლობის შესახებ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფორუმ Russis Calling-ის პლენარულ სხდომაზე.
„ჩვენ გვაქვს მთელი პროგრამა ყინულის კლასის გემებისა და ყინულისმჭრელების მშენებლობასთან დაკავშირებით. ასეთი რაოდენობის ყინულმჭრელები მსოფლიოში უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ კი უკვე გვაქვს შვიდი ატომური ყინულმჭრელი, სამი-ოთხი — ჩვეულებრივი, ხოლო შვიდი ატომური ძრავით. და ჩვენ ასევე გვაქვს გეგმები ამ ყინულმჭრელების შემდგომი მშენებლობისთვის“, — განაცხადა პუტინმა.
ვითიბი საინვესტიციო ფორუმი "Russia Calling!" გაიმართება 4-5 დეკემბერს მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში. მისი მთავარი თემაა „კაპიტალის მომავალი და მომავლის კაპიტალი“.
VTB-ის საინვესტიციო ფორუმი „რუსეთი გიხმობს!“ 4-5 დეკემბერს იმართება მოსკოვის საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში. მისი მთავარი თემაა „კაპიტალის მომავალი და მომავლის კაპიტალი“.