საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში ვითარება განიხილეს

ბაირამოვმა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
Sputnik
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრისას რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთთაანმშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
ბაირამოვმა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.
„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები, ასევე სამომავლოდ ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარების გეგმები და პერსპექტივები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზეა. ხოლო ინტენსიური ვიზიტები, პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმი ხელს უწყობს სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, შედგა რეგიონულ საკითხებსა და საერთაშორისო სტრუქტურებში თანამშრომლობის მიმართულებებთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაკი ბოჭორიშვილის კანდიდატურა პარლამენტმა 28 ნოემბერს დაამტკიცა. კომიტეტის სხდომებზე მან განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისკენ ისწაფვის. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ამ გადატვირთვამ ორივე მხარის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ულტიმატუმის ენით შეუძლებელია.