საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 11 კილომეტრში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.