თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობას 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გაზის გაყვანის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას წინასწარ ეცოდინება ვადების, გაზის ფასების და გადახდის საშუალების შესახებ.
„ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების" თანახმად, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, მიმწოდებელს მოეთხოვება საყოფაცხოვრებო გაზისა და მცირე ბიზნესისთვის გაზის მიწოდებისას დადოს ხელშეკრულება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტანდარტისა და ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული გარკვეული პირობები.
პერიოდული გადახდის პირობებს შორისაა - წესები და გადახდის საშუალებები, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა, ჯარიმების პირობები, ხელშეკრულების ვადა, მისი გაგრძელების წესები, მიწოდების შეწყვეტის პირობები, ფორსმაჟორული გარემოება, პრეტენზიებისა და დავების განხილვის წესები.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მრიცხველების წაკითხვასა და გაზის მოხმარებისთვის ხარჯების დარიცხვის უზრუნველყოფაზე.
გაზის საფასურის გადახდის ქვითარი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: აბონენტის ნომერს, ქვითრის ნომერს, დარიცხვის პერიოდს, მომსახურების საფასურს, მიწოდების ფასს ან კომისიის მიერ დადგენილ ტარიფს, ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურების ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომსახურების საფასურის გადახდის ვადას, ქვითრის გაცემის თარიღს.
ახალი წესების მიხედვით, მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის გაცემიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
გადახდა სავალდებულო იქნება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებელმა დანამდვილებით იცის, რომ გათიშვა მომხმარებლის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის ან გამოიწვევს მომხმარებლის ჯანმრთელობის გაუარესებას. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს გადახდის გონივრული ვადა მიეცემა.
ამასთან, მომხმარებელს შეუძლია დათანხმდეს ეტაპობრივ გადახდას. გადახდა ჩაითვლება სრულად, თუ მომსახურების საფასურის ოდენობას აკლია 2 ლარი ან ნაკლები. ეტაპობრივი გადახდა განხორციელდება გეგმის მიხედვით, რომელიც მოიცავს გადახდის ვადებს და ოდენობას.
აკრძალულია გადაუხდელობისთვის გაზის გათიშვა შაბათ-კვირას: პენსიონერებისთვის -16 რიცხვამდე და სოციალურად დაუცველებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის 25 რიცხვამდე, 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში.
ასევე, გაზი არ გაითიშება გადაუხდელობისთვის, თუ დარიცხული თანხა სრულად არ არის გადახდილი, ხოლო სხვაობა არის ორი ლარი ან ნაკლები, ან მრიცხველის ჩვენებები გასაჩივრებულია.
თუ მომხმარებელი სამჯერ ან მეტჯერ არ გადაიხდის, კომპანიას ექნება უფლება მოითხოვოს დეპოზიტი გაზის მიწოდების აღსადგენად.