თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში შვილმა დედა მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ასაკის ქალი.
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 109 და 115-ე მუხლებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.